საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა და სამწუხაროდ, ასეთი მძიმე ფაქტებისგან არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. აქ ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. ყველა მხარეს მოვუწოდებ, განსაკუთრებით კი რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი ფაქტებით მანიპულირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს [...] აბსოლუტური, 100%-იანი პრევენცია და აღკვეთა ისე, რომ რაღაც საკანონმდებლო სისტემა შექმნა და ამით შენ ნულამდე დაიყვანო რისკი, რომ მსგავსი პრობლემა მოხდეს, სამწუხაროდ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ არსებობს [...] როდესაც ადამიანს ასეთი პრობლემები აქვს, ინიცირება მისი მხრიდან უნდა მოხდეს. მან ჯანდაცვის სისტემას უნდა მიაკითხოს და ჯანდაცვის სისტემა ასეთ პრობლემებს ადეკვატურ პასუხს სცემს. მაგრამ, თუ მიმართვა და ამ საკითხით დაინტერესება არ ხდება, ძალიან ძნელია, ყველა ასეთ მოვლენას სახლემწიფოს მხრიდან სათანადო და მყისიერი რეაგირება ჰქონდეს.
tbl.ge/68uk
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი საგარეჯოში სროლაზე. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.
ამავე თემაზე
- საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
- საგამოძიებო: საგარეჯოში ჟურნალისტისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის გამო 1 პირი დავაკავეთ
- 24 წლის ბიჭი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, 2 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი
- ზურაბიშვილი საგარეჯოზე: იმედი მქონდა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა
- მოტივთან დაკავშირებით ვერსიები გვაქვს – კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი საგარეჯოზე