საგარეჯო

თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა

სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი, [დაჭრილი] კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა.  

ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა. 

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში თვითმხილველი საგარეჯოში სროლაზე. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

კომენტარები