საგარეჯო

საგარეჯოში დაჭრილი 5 ადამიანიდან ერთს ოპერაცია უტარდება, ერთი თბილისში გადაიყვანეს

ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი 5 ადამიანიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ოპერაცია უტარდება. 

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელსაც თვალი აქვს დაზიანებული, თბილისში გადაიყვანეს. 

"კლინიკაში ცეცხლსასროლი ჭრილობით 6 ავადმყოფი შემოიყვანეს, მათ შორის, 1 არის გარდაცვლილი. 4-ს გაეწია ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი გადაყვანილი არის მსუბუქი ტრავმით თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად არის, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულად არის, რომელსაც უგრძელდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის. ცეცხლსასროლი ნაკვეთი ჭრილობები აქვს. ერთს აქვს მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობებია". - ამბობს ექიმი. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.   

კომენტარები