ინდოეთი

ინდოეთში ფრანების ყოველწლიურ ფესტივალზე ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია

ფრანების ფესტივალი გუჯარათში
Saurabh Sirohiya

ინდოეთში, გუჯარათის შტატში ყოველწლიურ ფრანების ფესტივალზე ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 176 დაშავდა. დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. 

ცნობილია, რომ ფესტივალზე კონკურსის მონაწილეები ხშირად ფრანის თოკს მინის ნამსხვრევებით ფარავენ, რათა ჰაერში აფრენის შემდეგ მოწინააღმდეგეების ფრანები გაჭრან. 2016 წლიდან მსგავსი ქმედება აიკრძალა, თუმცა როგორც Guardian-ი იუწყება, კონკურსანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.

Press Trust of India-ს ცნობით, ფრანის ბასრი თოკები მსხვერპლებს კისერზე შემოეხვიათ და სისხლდენისაგან დაიღუპნენ. 

Guardian-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის: ორი, სამი და შვიდი წლის ბავშვები არიან. 

კომენტარები