რუსეთ-უკრაინის ომი

მიტროპოლიტი გრიგოლი: ასეულობით ჩვენი თანამემამულე უკრაინაში საქართველოს იცავს

უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება; და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი; განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს. ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ!

ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!

აღნიშნული მოვლენები ღრმად გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უსაფრთხო და, ასევე, შემწყნარებელი გარემოს შექმნა.

ვკითხულობთ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის საშობაო გზავნილში. 

კომენტარები