20 ივლისს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ოფიციალურად ანდი ბერნემი გახდება, რომელიც გასულ კვირას ლეიბორისტული პარტიის ლიდერად აირჩიეს.
მანჩესტერის ყოფილი მერი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე კირ სტარმერს ჩაანაცვლებს, რომელმაც მეფე ჩარლზ III-სთან შეხვედრამდე თანამდებობის დატოვების შესახებ ხელმეორედ განაცხადა.
დაუნინგ სთრითზე სიტყვით გამოსვლისას სტარმერმა განაცხადა, რომ მისი "სამუშაო დასრულებულია" და ქვეყნის მომავალ ლიდერს წარმატება უსურვა.
ახლა მეფე ჩარლზ III-სთან შეხვედრას თავად ენდი ბერნემი გამართავს, რის შემდეგაც ის დაუნინგ სთრითზე შეკრებილ ხალხს მიმართავს და პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შესვლის შემდეგ კაბინეტის მინისტრების დანიშვნას დაიწყებს.





