ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს.
სალომე ზურაბიშვილი
ხმალაძე პრეზიდენტზე: მეცინება, რატომ უწოდეს რუსული სოფელი, ასეთი სოფლები ევროპაში მინახავს
tbl.ge/686o
დაკოპირდა

ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის კომენტარს.
დღეს, 28 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში, სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული".
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ამის გაგება არ შემიძლია
- ზარქუა ზურაბიშვილზე: მგონია, რომ ინფორმაცია არ მიეწოდება, რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები
- ზურაბიშვილი: საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე
- კობახიძე: ბოლო 2 წელია, ზურაბიშვილის დამოკიდებულება შეცვლილია, მათ შორის, ენმ-ს მიმართ