მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ინსტიტუტზე, ის რაც ხდება დღეს. ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში, სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და გემოვნება. მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე სხვა კარიერა მინდა, არ ვიცი, ავიწყდებათ ჩემი ასაკი, ალბათ, რამდენი წლის ვარ. მე ვინც მიცნობს იცის, რომ მე მაინტერესებს, მხოლოდ ეს ქვეყანა და მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან, ამ დაძაბულ პერიოდში, სხვაგან არ იქნებოდა
tbl.ge/686j
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ამის გაგება არ შემიძლია
- ზარქუა ზურაბიშვილზე: მგონია, რომ ინფორმაცია არ მიეწოდება, რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები
- ზურაბიშვილი: საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე
- კობახიძე: ბოლო 2 წელია, ზურაბიშვილის დამოკიდებულება შეცვლილია, მათ შორის, ენმ-ს მიმართ