ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რაც გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობიდან დაწყებული, ქუჩის აქციებით დამთავრებული. რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების დატოვებას, სანამ ის იქნება ამ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, პირადად ჩემი აზრია, რომ ეს არ იქნება სწორი, თუნდაც საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების თვალსაზრისით. იგივე ის რეზოლუციები, რაც იქნა მიღებული ევროპარლამენტში და სხვაგან, მათ შორის სადეპუტატო მუშაობის, საგარეო მუშაობის შედეგიცაა. სანამ არსებობს ბერკეტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, არ იქნება ამის დატოვება სწორი. მერე ვნახოთ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გოცირიძე: საპარლამენტო მანდატების დატოვება არ იქნება სწორი, სანამ ის ბრძოლის ნაწილია
tbl.ge/67sj
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მანდატების დატოვებისთვის მზად არის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმსაპარლამენტო მანდატებიმანდატების დატოვებარომან გოცირიძელევან ხაბეიშვილიენმ პარლამენტში
ამავე თემაზე
- "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე
- სააკაშვილი: შევთანხმდით, პარტიაში შემოვიერთოთ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს




