რაც შეეხება მანდატების დატოვებას. მე შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ამისთვის მზად არის. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ პარლამენტი ერთპარტიული არ დარჩება, ეს ერთჯერადი პროტესტი იქნება. ხოლო თუ პარლამენტი ერთპარტიული დარჩება, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამ საკითხზე ჩვენს კოლეგებთან ვიმუშავებთ თუ არა? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი. ვიმუშავებთ თუ არა, რომ პარლამენტი რაც შეიძლება მალე ერთპარტიული გახდეს? ჩვენდა სამწუხაროდ, 2 და 3 დეპუტატის დატოვებამ, ქართულ ოცნებას არაფერი პრობლემა არ შეუქმნა. ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი უნდა უზრუნველვყოთ. ამისთვის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მზადაა. დიახ, ჩვენს კოლეგებთან საუბარსა და კონსულტაციებს ვაპირებთ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხაბეიშვილი: ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მანდატების დატოვებისთვის მზად არის
tbl.ge/67rx
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




