იტალია

"უფლება მაქვს ყველაფერი გავაკეთო იტალიისთვის ისე, რომ უარი არ ვთქვა დედობაზე" – მელონი

"უფლება მაქვს ყველაფერი გავაკეთო იტალიისთვის ისე, რომ გინევრას დედობაზე უარი არ ვთქვა ". - აღნიშნა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იმ ჟურნალისტების პასუხად, რომელიც მას ქალიშვილის დიდი ოცეულის სამიტზე შვილის წაყვანის გამო აკრიტიკებდნენ

მელონი ყოველკვირეულ იტალიურ გაზეთ La Repubblica-ში გააკრიტიკეს - ავტორი წერდა, რომ მელონიმ ქალიშვილი წაიყვანა იქ, სადაც "გონებრივი, ფიზიკური და ემოციური" ენერგია ყველაზე მეტად არის საჭირო.

"არსებობს დრო მუშაობისთვის და დრო - ბავშვის მოვლისთვის. ეს ორი G20-ის სამიტზე არ შეიძლება გადაიკვეთოს". - ვკითხულობდით სტატიაში. 

La Stampa-ის მიმომხილველიც შეუერთდა კრიტიკას და აღნიშნა, რომ მელონის ქალიშვილი სახლში უნდა დაეტოვებინა და მისთვის ეთქვა - "ბოდიში, მაგრამ დედამ იტალია უნდა გადაარჩინოს". 

მელონიმ კრიტიკას "წარმოუდგენელი" უწოდა და თქვა, რომ როგორ აღზრდის შვილს მისი საქმეა. 

მელონიმ წინასაარჩევნოდ მხარდამჭერთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა - "მე ვარ ქალი, დედა და ქრისტიანი". ამ სიტყვებმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, მის მინისტრთა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი 22 ოქტომბერს დადო

მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის ფორცა იტალია და მატეო სალვინის ლეგა. პარტია იტალიის ძმების წარმომადგენელი ჯორჯია მელონი 25 სექტემბერს გამართულ არჩევნებში კონსერვატიული პარტიების ალიანსს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები