იტალია

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მინისტრთა კაბინეტთან ერთად ფიცი დადო

იტალიის პრეზიდენტი, სერჯო მატარელა და პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი
REUTERS/Guglielmo Mangiapane

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, მის მინისტრთა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი დადო

"ვფიცავ, რომ რესპუბლიკის ერთგული ვიქნები". - თქვა მელონიმ. 

მინისტრთა კაბინეთი 24 მინისტრისგან დაკომპლექტდა, რომელთა ვინაობაც უკვე ცნობილია

იტალიის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი გახდა, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ერთ-ერთი პირველი მოადგილე იყო. ტაიანი 2018 წლიდან ბერლუსკონის პარტიის, Forza Italia-ს წევრია. 

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

21 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯია მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა და შედეგად იგი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა.

"ჯორჯია მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია". - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ მას შემდეგ, რაც მელონიმ კონსულტაციები გამართა პრეზიდენტ, სერჯო მატარელასთან.

მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის ფორცა იტალია და მატეო სალვინის ლეგა. პარტია იტალიის ძმების წარმომადგენელი ჯორჯია მელონი 25 სექტემბერს გამართულ არჩევნებში კონსერვატიული პარტიების ალიანსს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები