რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს საკითხს. კანონის უზენაესობა ევროკავშირის წევრობისთვის წინაღობა ვერ იქნება. პირიქით, კანონის უზენაესობა წინაპირობაა იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. ასე რომ, სწორედ კანონის უზენაესობის საკითხზე გვაქვს საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობთ. იმაზე აღარ გავმეორდები, თუ რა დანაშაულების გამო იხდის ის სასჯელს. მემგონი, ამ ქვეყანაში არ არსებობს არავინ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილმა ეს დანაშაულები ჩაიდინა. ეს დანაშაულები რომ ჩადენილი აქვს, არა მხოლოდ საქართველოში დადასტურდა, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს. ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე საუბარიც კი უკვე ზედმეტია. ატყობთ, რომ ამაზე თვითონაც აღარ ლაპარაკობენ. ახლა საუბარია ჰუმანიტარული მიზნებით მის სამკურნალოდ გადაყვანაზე და ა.შ. თავაც ხვდებიან, რომ რაც შეეხება სააკაშვილის უდანაშაულობას, ამ მხრივ არაფერი არგუმენტი აღარ აქვთ. ამაში როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ყველა დარწმუნებულია.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
პაპუაშვილი: მგონი, საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილმა დანაშაულები ჩაიდინა
tbl.ge/66qg
დაკოპირდა

თქვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომები 30 იანვარს, 1 და 3 თებერვალს ჩაინიშნა
- წულუკიანი სააკაშვილზე: კვლავ იმის ილუზია აქვს, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია
- არესტოვიჩი: საქართველოს მთავრობა ქმედებით ამტკიცებს, რომ ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს
- არესტოვიჩი: რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს
- ბროუდერი სააკაშვილზე: საჭიროა სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში, თუ ეს არ მოხდება – მკვლელობაა