იტალია

იტალიაში ათასობით ადამიანი უკრაინაში მშვიდობის მოთხოვნით მსვლელობაში ჩაერთო

Tiziana FABI AFP

ათიათასობით იტალიელი უკრაინაში მშვიდობის მოთხოვნით შეიკრიბა. ამასთანავე, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

"არა ომს. არა იარაღის გაგზავნას". - ეწერა შეკრებილთა ბანერზე. მსვლელობის მონაწილეები კი სკანდირებდნენ, "შანსი მიეცით მშვიდობას".

რომის პოლიციის ცნობით, სამშვიდობო აქციას დაახლოებით 30 000 ადამიანი ესწრებოდა.

იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერდა მხარს, მათ შორის აწვდიდა იარაღს. ახალად არჩეულმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ იტალია არ აპირებს პოზიციის შეცვლას და გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერას. 

22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, მინისტრთა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი დადო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, იტალიის ახალი მთავრობის პირველი საერთაშორისო ზარი სწორედ უკრაინასთან იყო.

აქამდე, ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონი გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით ამცირებს საკუთარ შანსებს, ჰქონდეს ნებისმიერი გავლენა ახალ მთავრობაზე. 

მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის მხარდამჭერი

კომენტარები