ბრაზილია

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლულა და სილვამ გაიმარჯვა

REUTERS/Mariana Grei

ბრაზილიის მემარცხენე ლიდერმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. თუმცა ულტრამემარჯვენე ლიდერმა დამარცხება არ აღიარა. 

უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ (TSE) ლულა, 50.%-ით, მომავალ პრეზიდენტად გამოაცხადა. 77 წლის ლულას ინაუგურაცია 1 იანვარს არის დაგეგმილი.

ეს იყო მოულოდნელი დაბრუნება ყოფილი მემარცხენე პრეზიდენტისთვის. ამასთანავე, მარცხი უჩვეულო იყო ბოლსონაროსთვისაც - პირველი ბრაზილიელი მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ევროპელ და ლათინო ამერიკელი კოლეგების პარალელურად, ლულას "თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებში" გამარჯვება მიულოცა. 

ინასიო ლულა რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ვარდისფერი ტალღის ზრდა  

ლულას გამარჯვება აძლიერებს ვარდისფერ ტალღას (მემარცხენე მმართველების ზრდას) ლათინო ამერიკაში.

მან პირობა დადო, რომ დაუბრუნდება საკუთარ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას. თუმცა ამ უკანასკნელმა მისი პრეზიდენტობის ორი ვადისას ხელი შეუწყო მილიონობით ადამიანის სიღარიბეს. ის, ამასთანავე, გეგმავს, რომ ბრაზილია გახდეს ლიდერი გლობალური კლიმატის მოლაპარაკებებში.

2018-დან 2020 წლამდე მექსიკაში, არგენტინასა და ბოლივიაში წარმატება მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატებმა მოიპოვეს. გასულ წელს პერუსა და ჰონდურასშიც მემარცხენე ძალებმა გაიმარჯვეს. ჩილეში პრეზიდენტი 35 წლის მარქსისტი კანდიდატი გახდა. პეტროს გამარჯვების შემდეგ ლათინო ამერიკაში ერთადერთი მემარჯვენე მთავრობა ბრაზილიის სახით რჩებოდა. თუმცა არჩევნების შედეგების მიხედვით, ისიც მემარცხენეთა ბანაკს შეუერთდა

კომენტარები