რუსეთი-თურქეთი

"თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი გახდება" – ერდოღანმა და პუტინმა შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

"თურქეთი ასევე იქნება ბუნებრივი აირის ჰაბი. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე, ამ საკითხზე მე და პუტინი შევთანხმდით. ჩვენ აქ, თურქეთში შევქმნით რუსეთიდან მომავალი გაზის ჰაბს". – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

"და საკუთარი სიტყვებით პუტინმა მსოფლიოს განუცხადა, რომ "ევროპას საკუტარი ბუნებრივი აირის მიღება თურქეთისგან შეუძლია"". – დაამატა ერდოღანმა.

გასულ კვირაში, 12 ოქტომბერს პუტინმა გამოთქვა რუსეთის ბუნებრივი აირის შავი ზღვის რეგიონში გადატანისა და თურქეთის გაზის ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობა.

"ჩრდილოეთის ნაკადის ტრანზიტის დახარჯული მოცულობა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზეამ შეგვიძლია შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ და ამგვარად ევროპაში ჩვენი საწვავის, ბუნებრივი აირის მიწოდების ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით გავხადოთ. თურქეთში შეიქმნება ევროპაში გაზის უმსხვილესი ჰაბი, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესებული იქნებიან". – ამბობდა პუტინი.

კომენტარები