რუსეთი-თურქეთი

Bloomberg: პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს შესაძლოა 8 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდნენ

Maxim Shipenkov/AFP via Getty Images

Bloomberg-ის ინფორმაციით, პუტინსა და ერდოღანს შორის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა 8 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიაზე შედგეს. Bloomberg აღნიშნულ ინფორმაციას ორ თურქ თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თურქული წყაროების ცნობით, ერდოღანი შესაძლოა პუტინის შეხვედრის შემდგომ პირდაპირ ინდოეთში, G20 სამიტზე გაემგზავროს. 

მოსალოდნელია, რომ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება იქნება. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში პუტინსა და ერდოღანს შორის შეხვედრა შედგება. 

2023 წლის ივლისში გერმანული და თურქული მედია საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას პუტინის შესაძლო ვიზიტის შესახებ ანკარაში. 

კომენტარები