რუსეთი-თურქეთი

პუტინსა და ერდოღანს შორის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

Maxim Shipenkov/AFP via Getty Images

პუტინის ვიზიტი ანკარაში, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს უნდა შემდგარიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო

თურქული მედიის, Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ელის, რომ პრეზიდენტ პუტინს სექტემბერში შეხვდება. 

"სექტემბერში არის G20-ის სამიტი, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეა. ამ რთულ გარემოში, თუ ვიპოვეთ შესაძლებლობა, ჩვენ შევხვდებით და ვისაუბრებთ პუტინთან პირისპირ" - თქვა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ სად შეიძლება შედგეს აღნიშნული შეხვედრა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფაიდანი შესაძლოა მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. 

რამდენიმე თვით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია პუტინის შესაძლო ვიზიტის შესახებ ანკარაში. შემდეგ, გერმანულმა მედია საშუალება Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერდოღანი შესაძლოა შეხვედროდა პუტინის წარმომადგენელს - თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რუსტამ მინიხანოვს და ესაუბრა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკითხზე. 

კომენტარები