რუსეთი-თურქეთი

რუსული მედია: ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს სავარაუდოდ 4 სექტემბერს შეხვდებიან

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს შეხვდებიან.

როგორც რუსული მედიის წყარო იუწყება, შეხვედრის ადგილი ქალაქი სოჭი იქნება.

"პრეზიდენტთა შეხვედრა რუსეთში იგეგმება. სავარაუდო თარიღი 4 სექტემბერია". – თქვა რუსულ მედიასთან წყარომ.

აქამდე ერდოღანი არ გამორიცხავდა, რომ პუტინს სექტემბერში შეხვდებოდა. რუსული მედია აქამდე წერდა ვიზიტის რუსეთში ჩატარების შესაძლებლობაზე.

შეხვედრის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირებში გავრცელდა.

კომენტარები