რუსეთი-თურქეთი

რუსული Lukoil-ი აზერბაიჯანულ Socar-ს 1.5 მილიარდ დოლარს ასესხებს

REUTERS/REUTERS PHOTOGRAPHER/File Photo 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ნავთობის კომპანია Lukoil-ი აზერბაიჯანულ Socar-ს 1.5 მილიარდ აშშ დოლარს ასესხებს. ფული თურქული კომპანია STAR-ისთვის ყოველდღიურად 200 000 ბარელი ნავთობის მიწოდების შეთანხმების შესრულებას მოხმარდება. თურქული STAR-ი კი თავის მხრივ, რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი. 

გამოცემა Reuters-მა აღნიშნული ინფორმაცია სამივე ქვეყნის ინდუსტრიების დამოუკიდებელი ანონიმური წყაროებისგან მოიპოვა. 

ამით რუსეთისთვის თურქეთი ნედლი ნავთობის ახალ იმპორტიორად ყალიბდება, მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შეზღუდეს. 

თურქეთს რუსეთისთვის შესაბამისი სანქციები არ დაუწესებია და დღემდე აგრძელებს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყიდვას. 

კომენტარები