რუსეთი-თურქეთი

4 სექტემბერს პუტინი და ერდოღანი სოჭში შეხვდებიან – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 4 სექტემბერს სოჭში თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უთხრა

"მოლაპარაკებები ორშაბათს, შუადღით სოჭში გაიმართება". - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. 

ბოლოს პუტინი და ერდოღანი თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ასტანაში აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელების პერსპექტივები ან ალტერნატიული ვარიანტების ძიება იქნება.

კომენტარები