ბრაზილია

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან პირველ ტურში ერთპიროვნული გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. 

პირველ ტურში მემარცხენე ლულა და სილვამ ამომრჩეველთა ხმების 48% მიიღო. ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ - 43%. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდებიან. საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური ბოლო 24 წელში პირველად ჩატარდება. 

კანდიდატებს ქვეყნისთვის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გეგმები აქვთ. ლულას თქმით, ის ამაზონის ტროპიკული ტყის დასაცავად ზომებს გააძლიერებს, ხოლო ბოლსონარუ ამტკიცებს, რომ ტროპიკული ტყის ნაწილები ეკონომიკური ექსპლუატაციისთვის უნდა გამოიყენონ. შესაბამისად, ბოლსონარუ ამომრჩეველთა ხმებსა და მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორისა და აგრობიზნესისგან იღებს, ლულა კი კლიმატის აქტივისტების სასურველი არჩევანია. 

გარდა ამისა, ბრაზილიელი ამომრჩევლები მრავალ სხვა პრობლემაზე საუბრობენ, როგორიცაა საკვების ფასების ზრდა. ასევე, განათლებისა და უთანასწორობის მაღალი დონე. 

თუმცა, განსაკუთრებით დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ შესაძლოა არ აღიაროს დამარცხება მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ "მისი თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ ღმერთს შეუძლია".

კომენტარები