რუსეთ-საქართველო

ფინანსთა მინისტრი: გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა

შემოსავლების სამსახური მუშაობს ნამდვილად განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირების, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა და შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხების მონიტორინგი.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე.

კომენტარები