საპარლამენტო ოპოზიცია

კობახიძე: არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტის დატოვება სურთ, მაგრამ პარტიები გაეყოფათ

ყველაფერს გააკეთებდნენ, უბრალოდ პარლამენტის დატოვების რესურსი არ აქვთ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამოც, რომ შიგნით არიან დეპუტატები, რომლებსაც არ სურთ ხელფასების დატოვება, პარლამენტის დატოვება და შესაბამისად გაიყოფა მათი პარტიები. ამის რესურსი უბრალოდ არ აქვთ, თორემ იქ არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებსაც დღესაც სურთ პარლამენტის დატოვება, უბრალოდ ამას ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ პარტიები გაეყოფათ, ეს არის მოცემულობა. ეს არის 100%-იანი რაღაც, რასაც გეუბნებით. გვარების დონეზე ვიცით, ვის უნდა დატოვება და ვის არ უნდა დატოვება და ერთადერთი რასაც საუბრობენ ეს არის, რომ ჩვენ რომ დავტოვოთ, ისინი დარჩებიან და გაეყოფათ პარტია, ეს მარტივი რაღაც არის. შესაბამისად, ისინი ყველანაირ საბოტაჟზე წავიდოდნენ, უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ. საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ, არც საბოტაჟის, არც ქუჩის, არც იმის, არც ამის. დღეს, მადლობა ღმერთს, ვითარება არის მშვიდი ჩვენს ქვეყანაში და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის დასუსტებული.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ შემუშავებულ პაკეტზე ლაპარაკისას.

კომენტარები