საპარლამენტო ოპოზიცია

ბოკერია: რეჟიმის იზოლაცია პარლამენტში ერთი საჭირო კომპონენტია მათი დამარცხებისთვის

ვადამდელი არჩევნების მიღწევასა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, იმ კონტექსტში მიღწევას, როცა უკვე დასუსტებული იქნება ივანიშვილის რეჟიმი ბევრი კომპონენტი სჭირდება - ამაში შედის ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში იმ მოქალაქეების რაოდენობის გაზრდა, ვინც ამ იდეის გარშემო გაერთიანდება, ამაში შედის საერთაშორისო წნეხის გაზრდა ქვეყნის გარეთ, ამ ყველაფერს კი ჯამში სჭირდება ამ პოლიტიკური პროცესის ბოლომდე გაფორმება. ამიტომ, ვინც ახლა ამაზე საუბრობს, თვითონ უნდა მოგვცეს მაგალითი ამის და უნდა მოახდინოს ამ პუტინისტური რეჟიმის მორალური იზოლაცია, მათ შორის პარლამენტში, ივანიშვილის რეჟიმის მის სატელიტებთან მარტო დატოვება პარლამენტში არის ერთი საჭირო კომპონენტი ამის მისაღწევად.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.

კომენტარები