საპარლამენტო ოპოზიცია

"მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი" – საპარლამენტო ოპოზიციის 7-პუნქტიანი გეგმა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა "ევროპასთან დასაახლოებლად და რეფორმების განსახორციელებლად" შვიდპუნქტიანი წინადადების პაკეტი წარადგინეს. გეგმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა:

  1. ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
  2. საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღება;
  3. შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა;
  4. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში;
  5. მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
  6. ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
  7. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა;

კომენტარები