დემოგრაფია

იანვარ-ივნისში 6 500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში პირველ ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი. შესაბამისად, იანვარ-ივნისში 6 486-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატება (+480) მხოლოდ აჭარაში აღრიცხეს.

საქართველოში 2021 წელსაც უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. კერძოდ, გასულ წელს 13 090 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მაშინ გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო. მხოლოდ 2021 წელს საქართველოში Covid 19-ით 11 298 ადამიანი გარდაიცვალა.

2022 წლის პირველ ექვს თვეში კი, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 900 იყო.

კომენტარები