დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ტაჯიკ და ყირგიზ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა, დაიღუპა 1 ტაჯიკი მესაზღვრე

ყირგიზი მესაზღვრეები

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკება მოხდა. ტაჯიკეთის ცნობით, დაიღუპა მათი 1 და დაიჭრა 2 მესაზღვრე. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ტაჯიკეთის განცხადებით, ყირგიზმა მესაზღვრეებმა არაპროვოცირებული ცეცხლი გახსნეს შაშხანებიდან და ქვემეხებიდან. 

შემთხვევა ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზე მოხდა. ვორუხი გარშემორტყმულია ყირგიზეთის ტერიტორიით. 

ამავე რეგიონში შეტაკება 3 თვის წინაც, 14 ივლისს მოხდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ყირგიზეთის ინფორმაციით, შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

დაწყებულია მოლაპარაკებები.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო დაპირისპირება იშვიათი შემთხვევა არაა. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

კომენტარები