დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

მედია: ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე სროლას ტაჯიკი მესაზღვრე ემსხვერპლა

ყირგიზი მესაზღვრეები

Reuters-ისა და რადიო თავისუფლების ტაჯიკური გამოცემის ინფორმაციით, დღეს, 14 ივნისს, ტაჯიკეთი-უზბეკეთის საზღვარზე დაწყებულ სროლას 1 ტაჯიკი მესაზღვრის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 3. 

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რადიო თავისუფლების ტაჯიკური გამოცემის ინფორმაციით, სროლა ბულაყ-ბაშის რაიონში ადგილობრივი დროით 6:50-7:00-ზე დაიწყო, ტაჯიკი მესაზღვრეების მხრიდან. საპასუხოდ ყირგიზმა მესაზღვრეებმა ცეცხლი ჰაერში გახსნეს. ყირგიზებმა ცეცხლი ხელახლა 7:50-ზე გახსნეს, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმმტყორცნებით. სროლა 8:10-ზე შეწყდა. 

ორი ქვეყნის საზღვარზე, რომელიც ცუდად არის დემარკირებული, მსგავსი შეტაკებები რეგულარულად ხდება. ბოლო შემთხვევა 3 ივნისს მოხდა.

რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, დაიღუპა 26 წლის ტაჯიკი მესაზღვრე.

ყირგიზი და ტაჯიკი სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. 

კომენტარები