შეზღუდვა გზებზე

სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე იკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ცანასა და სოფელ ყორულდაში ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის სოფ.ბაბილი-ლასდილის მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღეს, ასევე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადიდდა მდინარე და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა. 

კომენტარები