რამზან კადიროვი

"ვფიქრობ, ხანგრძლივი და უვადო დასვენება დავიმსახურე" – კადიროვი გადადგომას გეგმავს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, იგი გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ მან Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა

"მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის, ყველაზე დროგამძლე აღმოვჩნდი. 

მეც კი შევამჩნიე, რომ მმართველობა 15 წელს გამიგრძელდა და ვთვლი, რომ უვადო და ხანგრძლივი დასვენება დავიმსახურე. ვეცდები, დროზე წავიდე. 

იმედი მაქვს, მხარს დამიჭერთ და გამიგებთ". - თქვა კადიროვმა ვიდეომიმართვაში. 

აქამდე, კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში სპეცოპერაციის სწრაფად დასრულებისთვის ნებართვა სთხოვა. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთისა და NATO-ს დემილიტარიზაციის ჯერი დადგება. 

კომენტარები