ავღანეთი

ქაბულის მეჩეთში აფეთქება მოხდა – დაიღუპა ათობით ადამიანი

AP

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში საღამოს ლოცვის დროს დიდი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია. არ არის ცნობილი აფეთქების მიზეზიც.

თალიბანის დაზვერვის წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ შემთხვევის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა, Al Jazeera-ს წყაროს ცნობით, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ქაბულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მათ 27 დაშავებული პაციენტი მიიღეს, მათ შორის, 7 წლის ბავშვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.

კომენტარები