ვინც არ უნდა იყოს, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, მე არ მიყვარს - იქ ზის და უნდა ჩალპესო და ასეთ სისულელეებს რომ ლაპარაკობენ. მე ამას არ ვეთანხმები. მაგრამ, დანაშაული ჩადენილია და ამ დანაშაულზე ქართული ოცნება პარტიის შიგნით მსჯელობს თუ არ მსჯელობს, რა რესურსია? ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? ასე? გადაწყვეტილება ჩვენ ვუკარნახოთ? [...] წარმოიდგინეთ, ქართულ ოცნებას ეკითხებიან, სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არაო, ანუ თქვენი თავის ლუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ უკარნახოთ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
ვოლსკი სააკაშვილზე: მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ?
tbl.ge/63j9
დაკოპირდა
ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი Palitranews-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, ქართული ოცნება განიხილავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მათ გარანტია ექნებათ, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა.
ქართული ოცნებაგია ვოლსკიგიორგი ვოლსკიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის საქმე
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: ასობით ათასი მოქალაქე რიგებში დგას ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად
- პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს გაემიჯნოს
- მაჭარაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს
- იონათამიშვილი: გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ ფოტიგა სააკაშვილის ოჯახისგან ფინანსდება
- ბუჩუკური: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ოცნებისთვის საჩუქარი იქნება