რუსეთი-თურქეთი

ერდოღანი ირანში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

Vladimir Smirnov/TASS

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი  ირანში რუსეთის პრეზიდენტს, ვლაიდიმირ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის კომუნიკაციების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ ერდოღანის ვიზიტი ირანში 18-19 ივლისს არის დაგეგმილი. ის თურქეთისა და ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომას და სირიასთან დაკავშირებულ სამიტს დაესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სირიაში მიმდინარე პროცესები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა, ჰუმანიტარული ვითარება და სირიელების ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხები განიხილება.

კომენტარები