ავარია

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა

ინფო რუსთავი

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 1 პირი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედია ინფო რუსთავის ცნობით, ერთმანეთს ექსკურსიის მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მათივე თქმით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. 

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევას ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები