ახლო აღმოსავლეთი

ბაიდენი: აშშ არ წავა ახლო აღმოსავლეთიდან, არ დაუტოვებს სივრცეს ჩინეთს, ირანს ან რუსეთს

პრეზიდენტი ბაიდენი და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთში გამართულ სამიტზე 9 არაბ ლიდერს განუცხადა, რომ აშშ არ წავა ახლო აღმოსავლეთიდან და არ დატოვებს სივრცეს ჩინეთის, რუსეთის ან ირანის შესავსებად.

"მაშინ, როცა სამყარო უფრო კონკურენტუნარიანი ხდება და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უფრო რთულდება, ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მჭიდროდ არის გადახლართული ამერიკის ინტერესები ახლო აღმოსავლეთის წარმატებებთან". - თქვა ბაიდენმა.

სამიტში მონაწილეობდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (GCC-ის) წევრების -  საუდის არაბეთის, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, იორდანიისა და ერაყის ლიდერები. ოფიციალური პირების თქმით, ბაიდენმა ისაუბრა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნავთობის მოპოვების შესახებ ახალი განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.

აშშ-ს პრეზიდენტი 16 ივლისსინდივიდუალურად შეხვდა ერაყის, ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ლიდერებს. 15 ივლისს კი ის შეხვდა საუდის არაბეთის მეფე სალმანსა და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს. საუდის არაბეთის შემდეგ, ბაიდენი ისრაელსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ეწვია.

კომენტარები