რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: უკრაინას აღსადგენად $750 მილიარდი სჭირდება

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანას აღსადგენად $750 მილიარდი სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შმიგალმა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ასევე თქვა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურას $100 მილიარდზე მეტი ოდენობის პირდაპირი ზიანი მიადგა.

"ჩვენ გვჯერა, რომ აღდგენის დაფინანსების ძირითადი წყარო რუსეთისა და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს" - თქვა უკრაინის პრემიერმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები