ვატო წერეთელი

ოხანაშვილი: ვატო წერეთელმა ყურში უბინძურესი სიტყვები მითხრა, ადეკვატური პასუხი გავეცი

ჩემთვის მოულოდნელად მოვიდა და მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა და იქნებ, გვერდით ეთქვა. როცა ვუსმენდი, ის მომიახლოვდა და ყურში, ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ, ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. მყისიერად გაეცალა იქაურობას სწრაფი ნაბიჯებით და პრაქტიკულად ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ვერც გავაცნობიერე - რასთან მქონდა საქმე. მან უბინძურესო პროვოკაცია მოაწყო, ლოგიკურია, რომ მქონდა ინტერესი და სურვილი, მისთვის მეკითხა თუ როგორ გაბედა ეს აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე და როგორ გაბედა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არც იცნობს. პერსონალურად მე არავითარი შეხება მასთან არ მქონია არასდროს.

რამდენიმე წუთში მასთან მივედი და ვკითხე - რატომ იკადრა ეს, რა დროსაც გააგრძელა კიდევ შესაბამისი საუბარი, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, ადეკვატური პასუხი, თუმცა, არა ისეთი ბინძური საუბარი, რაც მან განახორციელა. ამ დროს მოხდა მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV იმედის ეთერში კვლავ იმეორებს, რომ აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია" მოუწყო.

ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. 

კომენტარები