ვატო წერეთელი

ზარქუა წერეთელზე: ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ

ნათლად, ცხადად, ცალსახად, ფაქტი არის სახეზე. ადამიანი, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი. ყველას შეიძლება დააბრალო რაღაც, მაგრამ ანრი ოხანაშვილი, რომელიც გამოირჩევა აკადემიურობით, კანონის ცოდნით, კანონმორჩილებით. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი იმდენად იყო გაოგნებული, შეშფოთებული და აღშფოთებული, რომ მივიდა და ჰკითხა, რატომ მაგინებდი, რის გამო. თქვენ გგონიათ, უბრალოდ ნახა და მიეჭრა? ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან იყო, მიუღებელია, ვგმობთ. არ იყო ლამაზი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ პროვოკაციას, რომელიც დაიგეგმება ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, ყოველთვის გაეცემა ადეკვატური პასუხი. ყველამ იცოდეს. ეს რაც მოხდა, არის ცუდი, მიუღებელი და არასდროს უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ აშშ-ს ამ მნიშვნელოვან დღეს. ის არის ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვამაყობთ ამით და იმედი გვაქვს რომ ევროინტეგრაციის გზაზე გვერდში დაგვიდგებიან, იმიტომ რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ასეთი პროვოკატორები, ასეთი მანქურთები ვერ შეუშლიან ამ პროცესს, რაც არ უნდა დაგეგმონ. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რასაც ვუყურებ და ვიაზრებ, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები