ვატო წერეთელი

ზარქუა წერეთელზე: საგინებლები კი არიან ასეთი პროვოკატორები, მაგრამ აუცილებლობა არ იყო

არ წერია არაფერში, არც ვაჟკაცობაში, არც კაცობაში, ჩხუბი იყო, ხომ მიაყენა შეურაცხყოფა? ხომ იცის თვითონ? ხომ იცის და კამერები თუ ამოვა, ხომ გამოჩნდება ეს, არა? მივიდა, შეურაცხყოფა მიაყენა, ამის შემდეგ ეკითხება - რატომ, რის გამო? და ამას მოყვა ეს ჩხუბი და ჩვენ გავაშველეთ.

იძახის, რომ ოთხი თავს დამესხა, თურმე ვაგინეთ, საგინებლები კი არიან ასეთი ადამიანები, ვინც ამას ჩადიან და პროვოკატორობენ, მაგრამ იქ არც ამის აუცილებლობა იყო, არც მოცემულობა, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავდით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომაც ვიყავით მთელი გუნდით იქ წარმოდგენილი.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები