ვატო წერეთელი

ოხანაშვილი წერეთელზე: უმკაცრესი რეაგირება უნდა მოჰყვეს, ეს იყო თავდასხმა დეპუტატზე

ამას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება, ასევე აშშ-ს საელჩოს მხრიდან, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე, უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილია საელჩოს კამერებზე - როგორ მოდის ჩემთან, როგორ მიხმობს გვერდით და როგორ მესაუბრება. ისიც, მე როგორ მივდივარ და ვეკითხები - რატომ გაბედა ასეთი უბინძურესი პროვოკაცია.

ეს არ არის უბრალოდ პროვოკაცია, ეს არ არის ჩვეულებრივი საუბარი, ეს არ არის კრიტიკა, ეს არ არის რაღაცის თქმა, ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია, რასაც ნებისმიერი ქართველი ადამიანი ამას ვერ აიტანდა, ეს წარმოუდგენელია, რომ ასე უღირსად მოგექცეს ვიღაც და მისცე უფლება ადამიანს, რომ ასეთი რაღაცა გაკადრონ.

დაუყოვნებლივ ჩავაყენე აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები საქმის კურსში, რომ უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და, რა თქმა უნდა, მე მათ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი და ასევე იმედი მაქვს, რომ კადრები, სადაც უნდა იყოს აღბეჭდილი აბსოლუტურად ყველაფერი, გასაჯაროვდება და ყველაფერს ნახავს ჩვენი საზოგადოება. 

არავითარი ჯგუფური, არავითარი შეტევა იქ არ ყოფილა. მივედი მასთან იმისთვის, რომ მეკითხა - როგორ გაბედა ასეთუ უბინძურესი პროვოკაცია, არავითარი სხვა დამოკიდებულება იქ არ ყოფილა, მან განაგრძო ბინძური პროვოცირება, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი, მე არ მიკადრია ის, რაც იკადრა მან უბინძურესად. ეს იყო საქციელი, რასაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანდა, ვისაც აქვს პატივისცემა შესაბამისი ღირებულებებისადმი, ის ამას უბრალოდ ვერ აიტანს.

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV იმედის ეთერში კვლავ იმეორებს, რომ აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია" მოუწყო. მისი მტკიცებით, წერეთელმა "ყურში, ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა".  TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. 

კომენტარები