რამზან კადიროვი

რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ კადიროვი სტომატოლოგიის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

რამზან კადიროვი 

რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი სტომატოლოგიის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

რადიო თავისუფლების ცნობით,  ინფორმაცია კადიროვმა ჯილდოს მიღების შესახებ VKontakte-ში თავის გვერდზე გამოაქვეყნა. დაჯილდოება გროზნოს №1 სტომატოლოგიური კლინიკის ახალი შენობის გახსნას დაემთხვა.

საპასუხოდ, კადიროვმა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს, იუნუს უმაროვს, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო, კადიროვის ორდენი გადასცა. 

ამჟამად, ჩეჩნეთის ლიდერს აქვს მედლები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის გაძლიერებისთვის, ადამიანის უფლებების სფეროში ბრძოლისთვის, პარლამენტარიზმის, აგროინდუსტრიის, კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

კადიროვსაც ბევრი სტატუსი აქვს - მაგალითად, ის არის ერთდროულად სამი საგანმანათლებლო დაწესებულების საპატიო პროფესორი - კუნტ-ხაჯი კიშიევის სახელობის ისლამური უნივერსიტეტი, თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემია და ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სამეცნიერო წოდებები ანიჭებს მას უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვის უფლებას, რისი პირობაც მან მმართველობის დასრულების შემდეგ დადო. 

კომენტარები