რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მერკელი: შესაძლოა ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო პუტინს, უკრაინაში ომი წამოეწყო

ვლადიმირ პუტინი და ანგელა მერკელი კრემლში, 2021 წლის 20 აგვისტო

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, მისმა გადადგომამ შესაძლოა გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განეხორციელებინა.

"შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო [რუსეთის უკრაინაში შეჭრას] - ისე, როგორც საფრანგეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებამ

ცხადი იყო, რომ თანამდებობაზე აღარ ვიქნებოდი, ამიტომ, უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ გასული წელს კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია". - აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა. 

მანამდე გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გადადგომის შემდეგ პირველ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრაში "თავს არ იდანაშაულებს". საპასუხოდ, უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა მკვეთრად გააკრიტიკა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი რუსეთის მიმართ საკუთარი პოლიტიკის გამართლებისთვის. 

საბოლოოდ, მერკელმა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ დუმილი დაარღვია და რუსეთის აგრესიას "ბარბაროსული ომი" უწოდა

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები