რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მერკელი: მხარს ვუჭერ რუსეთის ბარბაროსული ომის შეჩერების ყველა ძალისხმევას

Getty Images

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 თვეში დუმილი დაარღვია და რუსეთის აგრესიას "ბარბაროსული ომი" უწოდა.

"მინდა გარკვევით ვთქვა, რომ მხარს ვუჭერ ფედერალური მთავრობის, ევროკავშირის, აშშ-სა და G7-ში ჩვენი პარტნიორების ყველა ძალისხმევას, შეაჩერონ რუსეთის აგრესიული ბარბაროსული ომი. [...] ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, და მხარდაჭერა მის უფლებას, დაიცვას თავი". – თქვა მერკელმა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები