სალომე ზურაბიშვილი

წულუკიანი: მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყოს სიმბოლო

საქართველოს მთავრობა არის კონსტიტუციით პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაში, ხოლო პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. 

მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს, იყო სიმბოლო, რა ნიშნავს, გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვადასხვა შტოს შუაგულში, იმისათვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი, ამას სჭირდება შრომა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს, როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ნდობა. 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილმა გუშინ, 10 ივნისს თქვა, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე. 

კომენტარები