სალომე ზურაბიშვილი

ბოკერია პრეზიდენტზე: მუდმივ ზიგზაგებს ვხედავთ, ცოტა ხნის წინ მთავრობას ნამუსს წმენდდა

მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იმავე სასამართლოზე პრტეზიდენტი სრულიად საპირისპიროს ამბობდა. ანუ, მან შეუწყო ხელი იმას, რომ, სამწუხაროდ, აქამდე მივედით. ახლა, მეორე მხრივ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა ან ადამიანი სწორ გზაზე დგება. პრეზიდენტის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ მუდმივ ზიგზაგებს. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ასპარეზზე ამ მთავრობას ნამუსს წმენდდა, რომ კარგად იქცევიან უკრაინასთან მიმართებაში და ყველაფერს სწორად აკეთებენ. ამიტომ, ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს განცხადებები ფასეული არ არის. ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ისე ღრმად არის შეტოპილი, ზურაბიშვილსაც კი აქვს დისტანცირების სურვილი, მძიმე ვითარების სიმპტომია, მაგრამ იმისთვის, რომ ვნახო, როგორც მოქალაქემ, რომ პრეზიდენტი საკუთარი მძიმე წარსული შეცდომების შემდეგ დღეს სწორად აფასებს ვითარებას, უნდა დავინახო მკაფიო, ცხადი და თანმიმდევრული პოზიცია, არა ზიგაზებისა და ვითარების ბუნდავანების შენარჩუნების მცდელობა საერთაშორისო ასპარეზზე. 

გაგახსენებთ მის ერთ-ერთ ინტერვიუს, როცა ჰკითხეს საქართველოში არსებულ მოქალაქეების პროტესტზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად იქცეოდა, მან ეს უარყო და არასწორი ინფორმაცია უწოდა - ჩვენი მთავრობა იქცევა ზუსტად ისე, როგორც უნდა იქცეოდესო. ეს ორი განცხადება რომ ავიღოთ, ისევე, როგორც მისი წლინახევრის წინანდელი განცხადება სასამართლოზე, კრიტიკა დაუსაბუთებელიაო, ხომ არ შეიძლება, ორივე მართალი იყოს?

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს პალიტრანიუსთან. ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "პოლიტიკურად დროულად" არ მიაჩნია. მისივე სიტყვებით, ქართული ოცნებიდან ევროკავშირზე დაუფიქრებელი განცხადებები გვესმის და "სხვა რიტორიკა შეიძლებოდა". 

კომენტარები