საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი: ოცნებიდან EU-ზე დაუფიქრებელი განცხადებები გვესმის, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა

ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში გვესმის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს...

თქვენ ახლა მეკითხებით, რა არ გავაკეთეთ თუ რა გავაკეთეთ, და ამ დროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება კომისიის პირველი შეფასება და შემდგომ ალბათ ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილება, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში, კითხვაზე, რა არ გააკეთა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობისთვის ისეთი, რისი გაკეთებაც უკეთ შეეძლო.

კომენტარები