რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა ცირკონი გამოცადა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

REUTERS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 მაისს რუსეთმა ჰიპერბგერითი ცირკონის რაკეტა წარმატებით გამოცადა. 

განცხადების თანახმად, რაკეტა ბარენცის ზღვიდან გაისროლეს და მიზანს თეთრ ზღვაში მოხვდა. 

ცირკონს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკვე რამდენიმე წელია, რაც ცდიან. რუსული მედიის ინფორმაციით, რაკეტას ბგერაზე 10-ჯერ დიდი სისწრაფის განვითარება შეუძლია და მისი რადიუსი 1000 კილომეტრს აღემატება. 

რუსეთმა უკრაინაში სამთვიანი ომის შედეგად მძიმე დანაკარგები განიცადა. თუმცა, ძალის დემონსტრირებისთვის ის მაინც აგრძელებს სამხედრო ტექნიკის ტესტირებას. გასულ თვეს მან გამოცადა ახალი ბირთვული კონტინენტთაშორისი რაკეტა Sarmat

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები