საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი Le Figaro-ზე: მორიგი ბინძური სტატიაა, რაფაელ გლუკსმანის მიერაა შეკვეთილი

მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს და დეპუტატებს ვუთხრა, რომ რეალურად ეს არის მორიგი ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ეს არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო რაფაელ გლუკსმანი – ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იმ დროს, როცა სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. გლუკსმანი შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია.

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – "საქართველო მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად ევროკავშირს შორდება".

კომენტარები