რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Le Figaro: საქართველო მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად ევროკავშირს შორდება

საქართველოს მთავრობა

ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი, იზაბელ ლასერი ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და მმართველ ძალას აკრიტიკებს

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაგმო და არც კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. 

"საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო რუსული აგრესია უკრაინაში და შეერთებოდა ევროპულ სანქციებს, რომლებსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "უსარგებლოდ" მიიჩნევს". - ვკითხულობთ სტატიაში. 

Le Figaro-ს ინფორმაციით, დონბასში ომის მიღმა, რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სხვა გზებითაც იბრძვის, ამის ერთ-ერთ მაგალითს კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წარმოადგენს. 

"სანამ დონბასში ჯერ კიდევ მძვინვარებს ბრძოლა, რუსეთის ომი საბჭოთა კავშირის ყოფილ მიწებზე სხვა საშუალებებით გრძელდება. ვლადიმირ პუტინის ყოფილი პირველი სახალხო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო სწორი რეფორმებით დასავლურ დემოკრატიულ ოჯახში გააწევრიანა, 54 წლის ასაკში ციხეში ნელა კვდება.

ახლობლების თქმით, პატარა კავკასიური რესპუბლიკის ყოფილმა ქარიზმატულმა და პროევროპულმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, დიდხანს ვერ გაუძლოს იმ არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიცაა". - წერს Le Figaro.

კომენტარები